27 აპრილი 2024,   02:44
ვრცლად
ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ქვალონის ქუჩაზე გზას კაპიტალურად აკეთებენ.

თითქმის 3 ათას კვადრატულ მეტრზე იგება ასფალტის ახალი საფარი. უკვე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა.

ხონის ქუჩის მცხოვრებლები კი ახალი კეთილმოწყობილი გზით უკვე სარგებლობენ.

ჩუღურეთის რაიონში კეთდება ახალი სკვერებიც. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ და რაიონის გამგებელმა დაათვალიერეს ისინი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

დღის ამბები