27 აპრილი 2024,   00:01
ვრცლად
აფეთქება სტამბოლში - დაშავებულია 7 ადამიანი

აფეთქება სტამბოლში - ქალაქის აზიურ ნაწილში კერძო უნივერსიტეტის კუთვნილ მიკროავტობუსში, სადაც სტუდენტები იმყოფებოდნენ დაუდგენელი მოწყობილობა ამოქმედდა. მსუბუქად დაშავდა 7 ადამიანი. ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

გავრცელებული ცნობით აფეთქების შემდეგ მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა, თუმცა მიკროავტობუსის გაჩერება გზის ნაპირზე მაინც მოახერხა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცველების განცხადებით, შესაძლოა მიკროავტობუსში ხელნაკეთი ბომბი ამოქმედდა.

დღის ამბები