03 მაისი 2024,   07:55
ვრცლად
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბრექსიტთან დაკავშირებით ერთობლივ სტრატეგიას განიხილავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბრექსიტთან დაკავშირებით ერთობლივ სტრატეგიას განიხილავენ. ლიდერები, ბრიტანეთის წარმომადგენლის გარეშე, ბრიუსელში არიან შეკრებილები.

მონაწილეებმა ოფიციალურ ლონდონთან მოლაპარაკების დროს ერთიანი პოზიცია უნდა შეიმუშაონ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის, განცხადებით, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებას მოლაპარაკების პროცესის დაწყებამდე უნდა მიაღწიონ.

ბრექსიტთან დაკავშირებით ოფიციალური მოლაპარაკებები ლონდონსა და ევროკავშირს შორის, სავარაუდოდ, 8 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება.

დღის ამბები