03 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლები აშშ-საქართველოს პარტნიორობას ქვეყანაში დემოკარტიული პროცესების გარანტად ხედავენ

საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის თავს პოლიტიკოსები დადებითად აფასებენ. თბილისში ამერიკის დღეები 2017-ის დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს.

სტრატეგიულ პარტნიორთან დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს ორგანიზებით სხვადასხვა აქტივობა რამდენიმე ქალაქში გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე, აცხადებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერით საქართველო ბევრ პრობლემას გაუმკლავდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა, განმარტავს, რომ ქართულ-ამერიკულ დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოს სუვერენიტეტის გარანტია.

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის, განცხადებით, აშშ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მან აღნიშნა, რომ ტერიტორიულ მთლიანობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას სწორედ აშშ-თან ურთიერთობა განსაზღვრავს.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, აცხადებს, რომ აშშ-თან ურთიერთობა და პარტნიორობა დინამიური და მზარდია.

 

დღის ამბები