27 აპრილი 2024,   07:58
ვრცლად
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა ბრექსიტთან დაკავშირებით ერთობლივი პოზიცია შეათანხმეს

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა ბრექსიტთან დაკავშირებით ერთობლივი პოზიცია შეათანხმეს. საგანგებო სამიტი, რომელშიც დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი არ მონაწილეობდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის, მოწვევით გაიმართა.

ბრიუსელში შეკრებილმა ლიდერებმა ის პრინციპები და სტრატეგია შეიმუშავეს, რომლითაც ოფიციალურ ლონდონთან ორწლიანი მოლაპარაკების დროს იხელმძღვანელებენ. შეთანხმების მისაღწევად მონაწილეებს მხოლოდ 15 წუთი დასჭირდათ.

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხზე ოფიციალური მოლაპარაკებები ლონდონსა და ორგანიზაციას შორის 8 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება.

ამავე თემაზე
დღის ამბები