03 მაისი 2024,   10:34
ვრცლად
რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს - ზვიად სიჭინავა ხურჩაში იმყოფებოდა

„რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, რომელიც ცდილობს, რომ ისედაც დაძაბული სიტუაცია ჩვენ და აფხაზებს შორის უფრო მეტად დაძაბოს," - ეს განცხადება ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზდენტმა, ზვიად სიჭინავამ, რომელიც პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს, ოკუპაციის ხაზთან გააკეთა.

ზვიად სიჭინავამ ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზის ის ნაწილიც დაათვალიერა, სადაც ერთი თვის წინ საფეხმავლო გადასასვლელი გააუქმეს და მავთულხლართები გააბეს.

ხურჩისა და შამგონას მოსახლეობის ნაწილი სასოფლო-სამეურნეო მიწების გარეშე დარჩა. ადგილობრივები შველას ითხოვენ. მათი განმარტებით, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარი 300 მეტრით გადმოწიეს, რის შედეგადაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის 5 ჰეკტარი ოკუპირებულია.

ტერიტორიაზე უკვე განლაგებულია საზღვრის მოსანიშნი ბოძები და იგეგმება მავთულხლართის გაბმა. გახსნილია ახალი საგუშაგოც.

"ეს არის ის სოფელი, სადაც ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ერთი ვაჟკაცი, გიგა ოთხოზორია. ცუდია ფაქტია, რომ დღეს იმის შიში არსებობს ამ სოფელში, რომ ხვალ-ზეგ ვიღაც შეიძლება, კიდევ შეეწიროს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, სახელმწიფომ და ჩვენ, მოსახლეობამ,“ - განაცხადა ზვიად სიჭინავამ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები