27 აპრილი 2024,   00:01
ვრცლად
„მე ამაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს,"-თავდაცვის მინისტრი ხურჩასთან საზღვრის გადმოწევის ფაქტზე საუბრობს

თავდაცვის მინსტრმა სოფელ ხურჩასთან საზღვრის გადმოწევის ფაქტზე კომენტარი გააკეთა. ლევან იზორია ხაზს უსვამს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის გაგრძელების ფაქტს და რუსეთზე ზეწოლის განხორციელების გეგმებზე საუბრობს.

„ეს არის მორიგი ნაბიჯი ანექსიისა და ბუნებრივია ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აქტიურად ვთანამშრომლობთ იმისათვის, რომ განხორციელდეს ზეწოლა რუსეთზე და ამ ზეწოლას მომავალშიც, რასაც ჰქვია მშვიდობიანი ფორმატით ზეწოლას განვახორციელებთ ასევე,“-აცხადებს იზორია.

კითხვაზე "ადასტურებს თუ არა იგი საზღვრის გადმოწევის ფაქტს," მინისტრმა განაცხადა, რომ იგი კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს.

„მე ამაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. მე ზოგადად ვადასტურებ ფაქტს, რომ აქვს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ადგილი, ერთი მეტრიც რომ იყოს, ეს არის აღშფოთების, დიდი აღშფოთების საგანი,“-აცხადებს იზორია.

შეგახსენებთ, რომ ხურჩასთან საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის კიდევ 5 ჰექტარზე კონტროლი საოკუპაციო ძალებმა აიღეს. ადგილზე უკვე განლაგებულია საზღვრის მოსანიშნი ბოძები და იგეგმება მავთულხლართის გაბმა. გახსნილია ახალი საგუშაგოც.

300 მეტრით გადმოწეულ ე.წ. საზღვარს მიღმა აღმოჩნდა სოფლების - ხურჩასა და შამგონას ტერიტორიები, ორი ოჯახი კი დასამუშავებელი მიწის გარეშე დარჩა.

ამავე თემაზე
დღის ამბები