27 აპრილი 2024,   08:38
ვრცლად
საქარველოს პრეზიდენტმა სამხედროებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა

26 წელი საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან - საზეიმო ღონისძიებები ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში გაიმართა. ფიცი სულ 263-მა ახალწვეულმა დადო. მათ საბრძოლო მომზადების 3 თვიანი კურსი გაიარეს და მომდევნო 9 თვის განმავლობაში მსახურებას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ.

ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ, ახალწვეულებსა და სამხედროებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა.

„გილოცავთ საქართველოს შეირაღებული ძალებს დღეს.  ამ დღეს, ჩვენ სიამაყით ვზეიმობთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი, ჩვენ თავისუფლების და დამოუკიდებლობის დამცველი ადამიანების იმ ჯარისკაცებს პროფესიულ დღეს, რომელთაც თავიანთი სიცოცხლე, თავიანთი ცხოვრება თავის პროფესიონალიზმი მიუძღვნეს უწმინდესს, სამშობლოს დაცვას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სიტყვით გამოვიდა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც.

„თქვენ, ვინც დღეს ფიცი დადეთ, სწორედ სამშობლოს მარადისობისთვის, მის უკვდავსაყოფად იზიარებთ პასუხისმგებლობას თქვენს უფროს მეგობრებთან ერთად, რომლებმაც ამ ფიცის ერთგულნი არიან. განსაკუთრებული მადლობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 26 წლის აღსანიშნავად გაიხსნა 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელობის მემორიალი. 

დღის ამბები