27 აპრილი 2024,   07:35
ვრცლად
არასათანადო მოვლა - წელს ქვემოთ პარალიზებული პატიმრის ცხოვრება და წამების ტოლფასი წლები საკანში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, რომელიც სასჯელს მე-18 დაწესებულებაში იხდის, ურთულეს პირობებში უწევს წლების გატარება. პატიმარი მკერდს ქვემოთ პარალიზებულია და სავარძელში გამართულად ჯდომაც კი უჭირს. 42 წლის სოლომონ სეხნიაშვილს 7 წლიანი პატიმრობა 2014 წელს მიუსაჯეს. უკვე 2 წელი და 9 თვეა სასჯელს ციხის 18-ე დაწესებულებაში იხდის. პატიმარი აცხადებს, რომ არ აწვდიან საჭირო მედიკამენტებს, არ აქცევენ ყურადღებას და რაც ყველაზე გაუსაძლისია ციხეში ყოფნის დროს, მას არც ერთხელ სრულყოფილად არ მიუღია აბაზანა.

უფლებადამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ პატიმრის მიმართ ასეთი მოპყრობა წამების ტოლფასია.

სასჯელაღსრულების სამინისტროში პატიმრისა და მისი ადვოკატის ყველა ბრალდებას უარყოფენ. იურიდიული სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ნორმალურ პირობებსა და მომსახურებაზე უარს თავად ამბობს. სოლომონ სეხნიაშვილმა პირველი მარტიდან პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და უკვე ერთი თვეა უარს ამბოს საკვებზე და ყველა იმ სერვისზე რასაც ციხის ადმინისტრაცია სთავაზობს.

ავტორი: თეა ადეიშვილი. 

 

დღის ამბები