27 აპრილი 2024,   00:25
ვრცლად
გავლენიანი ბიზნესმენებისა და ინვესტორების პრეტენზიები მთავრობას - ბიზნესმენების თქმით, მათი უფლებები ილახება

მსოფლიოს გავლენიანი ბიზნესმენები, არსებული და პოტენციური ინვესტორები აცხადებენ, რომ მათ საქართველოში სამართლიანი მართლმსაჯულების უფლება წართმეული აქვთ და კონკურენტები კორუმპირებული მოსამართლეების დახმარებით ძირავენ.

ამის ერთ კონკრეტულ მაგალითად ისინი თამბაქოს შემომტანი კომპანიების გახმაურებულ საქმეს ასახელებენ - როდესაც უცხოელ იმპორტიორებს ქართველი კონკურენტების საჩივრის საფუძველზე 400-მილიონიანი ჯარიმა დაეკისრათ, თუმცა ზოგიერთ ბიზნესმენს უკვე საქართველოშიც კი არ უშვებენ. მათ საზღვარზე საათობით აჩერებენ და სამართალდამცველები მათი დაყოვნების მიზეზსაც კი არ უხსნიან. ამის თაობაზე ინფორმაცია საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ფადი ასლიმაც გაავრცელა. მისი თქმით, 12 მაღალი რანგის ინვესტორი საზღვარზე დიდი ხნით შეაჩერეს, ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს ხელისუფლებამ გეგმები შეცვალა და შედეგად, ბიზნესმენებმა შეურაცხყოფილებმა დატოვეს ქვეყანა.

ამჟამად, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული საქმიანი გარემოს თაობაზე განსჯა 2 საარბიტრაჟო სასამართლოს მოუწევს. 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები