04 მაისი 2024,   21:22
ვრცლად
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, მომდევნო პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება

პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, მომდევნო პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ  ქვეყნის მთავარი კანონის პროექტი მედიას გააცნო. კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, 5 პროცენტიანი ბარიერის, ბლოკების გაუქმება და სხვა ცვლილებები ეყრდნობა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას.

„ყველა ერთხმად აღიარებს კომისიაში, მათ შორის ის წევრებიც, რომლებიც გარკვეულ რეგულაციებს აპროტესტებენ, ისინიც კი აღიარებენ, რომ ეს ცვლილებები არის ფუნდამენტური წინსვლა და უზრუნველყოფს ძალიან ჯანმრთელი და ჯანსაღი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყანაში.

"საბოლოო ჯამში ეს ცვლილებები ამოქმედდება კონსტიტუციის არსებული რედაქციის თანახმად, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ რედაქციით გაისად ჩატარდება პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნები, ანუ 6 წლით ხდება სრულფასოვანი ამოქმედების გადავადება ახალი მმართველობის სისტემის. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ამ რედაქციის თანახმად, 2020 წელს შედგება უკვე პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნები,“ - განაცხადა კობახიძემ. 

დღის ამბები