15 ივლისი 2019,   23:02
ვრცლად
გაფრთხილება რაიონული გამგეობისგან - 30-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს ქუჩაში დარჩენა ემუქრება 

30-ზე მეტი ოჯახი, მცხეთის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ყოველ წუთს მძიმე ტექნიკის გამოჩენას ელის. უნებართვო დასახლებაში ყველა მცხოვრები სოციალურად დაუცველია და მათ საცხოვრებელი სხვაგან არსად არ აქვთ. მათ რაიონული გამგეობისგან გაფრთხილება უკვე მიიღეს. თვითმმართველობის ზედამხედველობის სამსახურმა თვითნებურად ჩასახლებულებს ერთადერთ საცხოვრებლის დაცლისთვის ერთი კვირა მისცა.

მცხეთის ყოფილ სამხედრო ბაზაზე დასახლებულები ყვებიან, რომ მათმა ნაწილმა მიწაში, რომელზეც საცხოვრებელი სახლი დგას, თანხა გადაიხადა, თუმცა სანაცვლოდ მიწის საკუთრების დამადასტურებელი არანაირი საბუთი მათ არ მიუღიათ.

თვითნებურად ჩასახლებულების მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას იხსნის მცხეთის გამგებელი. გამგეობა ტერიტორიაზე არსებული ყველა უკანონო საცხოვრებლის დანგრევას მაისის შემდეგ დაიწყებს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღეს ტერიტორიაზე უკვე დაანგრია ერთი უკანონო საცხოვრებელი. 

დღის ამბები