03 მაისი 2024,   11:22
ვრცლად
"დაიცავი კონსტიტუციაში" შემავალი პარტიები დღეს პრეზიდენტს შეხვდებიან

საქართველოს პრეზიდენტს ხვდებიან დღეს პლატფორმა დაიცავი კონსტიტუციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების წევრები. ოპოზიციის წარმომადგნლები გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გააცნობენ.

მათი თქმით, კარგი კონსტიტუციისთვის აუცილებელია ერთობლივი ქმედება, რათა წარმოდგენილ ცვლილებებში საჭირო შესწორებები შევიდეს.

“ჩვენი მიზანია, რომ ერთად დავგეგმოთ როგორ გავაგებინოთ ობიექტური სიმართლე ქართულ საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს, საერთაშორისო საზოგადოებას და ძალთა კონსოლიდაციის გზით გავაგებინოთ ხელისუფლებას, რომ კონსტიტუციას ქმნის ყველა ერთად და არა მხოლოდ ერთი პარტია. ეს იქნება ჩვენი მსჯელობის საგანი პრეზიდენტთან,“ - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

პოლიტიკოსები შესაბამისი ინფორმაციის საერთშორისო ორგანიზაციებისთვის დროულად მიწოდების აუცილებლობაზეც საუბრობენ. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ცვლილებები, რომელიც ქვეყნის მთავარ კანონში იგეგმება „კონსტიტუციის კასტრაციაა“.

„ყველამ უნდა გაიგოს რამდენად დრაკონული, უაზრო და საკუთარ თავზე სათავისოდ გამოგონილი ცვლილებებია, რასაც თავს ახვევს ქვეყანას და მის ხალხს ქართული ოცნება. ეს არის რეალურად კასტრაცია კონსტიტუციის და ამის უფლება მათ არ უნდა მივცეთ,“ - აცხადებს ნიკა რურუა.

დღის ამბები