06 მაისი 2024,   01:27
ვრცლად
"ევროპული საქართველო" პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ცვლილებები ქვეყნის მთავარ კანონში - ევროპული საქართველო პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. საპარლამენტო უმცირესობა პლებისციტს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ითხოვს. 

ევროპული საქართველოს ინიციატივას სხვა პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით ხელისუფლება ქვეყნის მთავარი კანონის საკუთარ თავზე მორგებასა და გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებას ცდილობს.

პარტიის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ხალხმა უნდა მიიღოს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება უმთავრეს დოკუმენტს იღებს მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესით, რომ გაიხანგრძლივონ ძალაუფლებაში ყოფნა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო საზოგადოება, მაგრამ ამასთან ერთად ყველა ოჯახში ჩვენს მოქალაქეებთან მივიდეთ, ვკითხოთ აზრი, გამოხატონ თავის პოზიცია უნდათ თუ არა ის, რომ მათი პოზიციის შესაბამისად შეიცვალოს კონსტიტუცია,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები