05 მაისი 2024,   04:21
ვრცლად
კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს სახალხო დამცველს

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს სახალხო დამცველს. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ცვლილებათა შემუშავებისას მთელი რიგი საკითხებისა არ იქნა გათვალისწინებული.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს მუშაობას, რათა კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტში ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპების ასახვა მოხდეს.  

ომბუდსმენი ოპოზიციის მიერ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების ინიციატივასაც ეხმაურება.

„საინტერესოა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული ამ საკითხის გადაწყვეტაში. შესაბამისად, ყველა ის ფორმა შეიძლება იქნას გამოყენებული, რომელიც შეიძლება მოვიაზროთ როგორც მოსახლეობის ფართო ფენების მოსაზრების გაგებისთვის გადადგმული ნაბიჯი და მათ შორის პლებისციტიც მოიაზრება ამაში და ერთ-ერთი საინტერესო თემაა და ამაზე შეიძლება დისკუსია,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები