27 აპრილი 2024,   10:08
ვრცლად
აშშ-ის ფედერალური ბიუროს სკანდალი - FBI-ის თარჯიმანი ცოლად ISIS-ის მებრძოლს გაჰყვა

ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიურო თანამშრომლებზე კონტროლის გამკაცრებას იწყებს. ეს გადაწყვეტილება სკანდალური სასიყვარულო ისტორიის გახმაურების შემდეგ მიიღეს. გაირკვა, რომ FBI-ის თარჯიმანი ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ მებრძოლს ცოლად გაჰყვა.

დანიელა გრინი თავად ჩავიდა სირიაში და მეუღლე გააფრთხილა, რომ მის წინააღმდეგ FBI გამოძიებას აწარმოებდა.

გრინმა ხელმძღვანელობას გამგზავრების ადგილი დაუმალა, თუმცა ის დაბრუნებისთანავე დააკავეს და ეროვნული უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის 2 წლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს.

დანიელა გრინის რჩეული ყოფილი გერმანელი რეპერია, დღეს კი ის ISIS-ის გავლენიანი წევრია.

დღის ამბები