06 მაისი 2024,   10:23
ვრცლად
დღევანდელი ხელისუფლების ინსტიქტია საკუთარი კომფორტის გახანგრძლივება ხალხის ინტერესების ხარჯზე - გიგა ბოკერია

ევროპულმა საქართველომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე სპეციალური ვიდეო რგოლი მოამზადა. ერთწუთიან კლიპში ასახულია ის პრობლემები, რომელიც სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ერთპიროვნულმა მმართველობამ შექმნა. პარტია საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასა და მუსოლინის რეჟიმს შორის პარალელებს ავლებს.

„დღევანდელი საქართველო არ არის 30-იანი წლების ფაშისტური იტალია, მუსოლინის რეჟიმი, არც ბიძინა ივანიშვილია იდენტური მუსოლინისა, მაგრამ ისტორიული პარალელები ზოგჯერ არის სასარგებლო, რათა კარგად დავინახოთ რა ინსტიქტები ამოძრავებს დღევანდელ ქართულ ხელისუფლებას, ივანიშვილის გუნდს. ეს არის ერთადერთი ინსტიქტი, საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივება და საკუთარი კომფორტის გახანგრძლივება ხალხის ინტერესების ხარჯზე,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ.

პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოში დღევანდელ ხელისუფლებასა და 30-იანი წლების ფაშისტური იტალიის მმართველობას შორის საშიში მსგავსებაა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლის მხრივ.

დღის ამბები