05 მაისი 2024,   01:04
ვრცლად
მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი - განსხვავებული მოსაზრებები უმრავლესობასა და ოპოზიციაში

მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის საკითხს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. საპარლამენტო ოპოზიციაში ინსტიტუტის შექმნის საკითხის აუცილებლობას ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს პოლიტიკური ნება, ვერც მედიაომბუდსმენი ვერ უზრუნველყოფს მედიის დამოუკიდებლობას.

„მთავარი პრობლემა, რაც დღეს საქართველოს აქვს, ქართული ოცნების დამოკიდებულება, რომელსაც არ სურს, რომ არსებობდეს ისეთი მედია, რომელსაც მთავრობა ვერ აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, ვერანაირ ხეირს ამ ახალი ინსტიტუტის შექმნაში თავისი ბიუროკრატიული ხარებით, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ ვხედავთ,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა. 

„საქართველოს აქვს გამართული საკანონმდებლო ჩარჩო მედიათავისუფლების დასაცავად და ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში მედიის უფლებების დაცვა და მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ამ ინსტიტუტის შექმნით, დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, რომ საზოგადოებას თვალი აუხვიოს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მნიშნელოვანია ქვეყანაში იყოს ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც კომპეტენტური ინსტიტუტი იქნება. 

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა, როგორც მედიაპლურალიზმის, სიტყვის გამოხატვის თავისუფლების, მედია თავისუფლების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს ისეთი ინსტრუმენტი ქვეყანაში, რომელიც დამოუკიდებელი, კომპეტენტური ინსტიტუტი იქნება, რომელიც ამ პროცესებს შეაფასებს ზუსტად ისე, როგორც მიმდინარეობს,“ - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო გოგუაძემ.

დღის ამბები