03 მაისი 2024,   09:13
ვრცლად
გიორგი ვოლსკი საკონტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირები თანაგუნდელებს საყვედურობს

საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის მიზანია, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და წინასწარი განწყობა შეუქმნას მოქალაქეებს, რომ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის სწორი.

დღეს ქართული ოცნების წარმომადგენელმა, გიორგი ვოლსკიმ საკუთარ თანაგუნდელებსაც უსაყვედურა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მათი ხელმოწერა არ არის.

„დღემდე უფრო მეტად არის ხმაური, ყვირილი, განცხადებები იმ ხალხისგან განსაკუთრებით, რომლებსაც ყოველ მიზეზგარეშე უნდათ პარლამენტში მოხვედრა და ნაკლებად ფიქრობენ, სახელწმიფოს რა წაადგება. ოქრიაშვილის ადგილას ხელს მოვაწერდი, დაველოდებოდი, იმ დათქმებით მოვაწერდი ხელს, რაც მას გააჩნია, დაველოდებოდი ვენეციის კომისიას და რაც მთავარია, ჩვენი კარგად ინფორმირებული საზოგადოების შეხედულებებს და შემეგ გადავწყვეტდი. კონკრეტულ მუხლთან აქვს შენიშვნა, სხვათაშორის, შენიშვნები მეც გამაჩნია ამავე მუხლთან,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

დღის ამბები