27 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი გამოძიების დაწყებას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მთავარმა პროკურატურამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება.

კერძოდ, მამუკა ახვლედიანის განცხადების მიხედვით, რამდენიმე თვის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანს უზენაესი საბჭოს წევრობის კანდიდატის, ეკა გასიტაშვილის მხარდაჭერა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ ის ახვლედიანის წინააღმდეგ მომართულ ჩინჩალაძე-მურუსიძის დაჯგუფებას მიემხრობოდა.

„ეს არის ძალიან სკანდალური განცხადება. შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ აქ იკვეთება უზენაესი სასამართლოს მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რადგან საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს თავისი არჩევანის თავისუფლება და არ შეიძლება ეს არჩევანის თავისუფლება ხელმძღვანელმა მოსამართლემ მას შეუზღუდოს მას თანამდებობის გამოყენებით. სწორედ აქ იკვეთება თანამდებობის ბოროტად გამოყენება,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადების მიხედვით, რომელიც მან გადაცემა არჩევანის ეთერში გააკეთა, მოსამართლეებზე მუქარას უშუალოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ახორციელებდა. ინფორმაცია საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმაც დაადასტურა.

 

 

დღის ამბები