07 მაისი 2024,   00:30
ვრცლად
საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია-პრემიერი კონგრესმენთა მხარდამჭერ წერილს ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ამერიკელი სენატორების მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის საქართველოს მხარდამჭერი წერილის გაგზავნის ფაქტს ეხმაურება. განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

პრემიერმა მომხდარს "საქართველო-ამერიკას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობის კიდევ ერთხელ ხაზგასმა" უწოდა.

გიორგი კვირიკაშვილმა შეერთებული შტატების სენატში მიღებულ  საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებზეც ისაუბრა.

კვირიკაშვილი აცხადებს, რომ  საქართველო აშშ-ს  მნიშვნელოვანი პარტნიორია და კონგრესმენთა მსგავსი დამოკიდებულება გააჩნია აშშ-ს პრეზიდენტსაც.

„ჩვენი მტკიცე პარტნიორობის კიდევ უფრო მხარდასაჭერად, 30-მა კონგრესმენმა, წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა გაუგზავნეს ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მხარდამჭერი წერილი, სადაც არის ხაზგასმული ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობა. რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული ასევე კონგრესის მიერ. ეს იყო ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია. ეს იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით და ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების. გასული 25 წლის განმავლობაში ასე იყო და მე დარწმუნებული ვარ, რომ იგივე განწყობაა სენატშიც და რა თქმა უნდა ერთ წამით არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ზუსტად ასეთივე სულისკვეთება გააჩნია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპს,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

შეერთებული შტატების მკაფიო მხარდაჭერაზე ისაუბრა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

 

„მიმართვაში კონგრესმენები ცალსახად აღიარებენ საქართველოს განსაკუთრებულ პროგრესს დემოკრატიულობის გზაზე, მედია თავისუფლების, მედია პლურალიზმის და ღია ეკონომიკის და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით,“-განაცხადა ჯანელიძემ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები