02 მაისი 2024,   11:48
ვრცლად
იმედი მაქვს, რომ მივალთ იქამდე, რომ გამოვბრდღვნით უკეთეს კონსტიტუციას - გიგი უგულავა

ევროპული საქართველოს ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის გამართვის თაობაზე, პარტია სახელმწიფო ხალხისთვის შეუერთდა. ნიკა მაჭუტაძის განცხადებით, დემოკრატიული ინსტიტუტების შესანარჩუნებლად, ყველა ფორმა და მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული ქვეყანაში.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას აზრით კი საკითხის გადაწყვეტისათვის პლებისციტი ერთადერთი სწორი და ლოგიკური ფორმატია.

„ჩვენ შევაგროვებთ ხელმოწერებს, დავუდებთ მთავრობას, საერთაშორისო არენაზე შევუქმნით დისკომფორტს, იმისათვის, რომ ეს მავნებლობა არ დაკანონდეს და საბოლოო ჯამში, მე იმედი მაქვს, რომ მივალთ იქამდე, რომ გამოვბრდღვნით უკეთეს კონსტიტუციას,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები