27 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
მესამე სექტორს საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს

საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვას ქუთაისში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. შეხვედრა 3 საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს.

მესამე სექტორის წევრებს მმართველ გუნდთან კონსტიტუციიდან 48-ე მუხლის ამოღებასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები. მათ აინტერესებთ, რატომ აპირებს მმართველი გუნდი იმ მუხლის ამოღებას, რომელიც პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისს განსაზღვრავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის კონსტიტუციის 42-ე მუხლი-ს წარმომადგენელს, ხვიჩა ვაშაყმაძეს აინტერესებს არსებობს თუ არა გარანტია, რომ სხვა ხელისუფლება კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების შემდეგ პარლამენტს ქუთაისიდან არ გადაიტანს. ამ შეკითხვით მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

„როგორ შეიძლება სიტყვაზე ვენდოთ, რომ დარჩება. თქვენ შეიძლება წახვიდეთ ხელისუფლებიდან და მოვიდა ახალი ხელისუფლება, რა მემკვიდრეობას გვიტოვებთ?“ - აცხადებს ხვიჩა ვაშაყმაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არცერთი კონსტიტუციური ორგანოს ადგილსამყოფელი კონსტიტუციით არ განისაზღვრება. მისი თქმით, ქუთაისში ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც ქალაქის დატვირთვას გაზრდის.

„არცერთი კონსტიტუციური ორგანოს ადგილსამყოფელი არ განისაზღვრება კონსტიტუციით. რაც შეეხება პოლიტიკურ ნებას, ნება მდგომარეობს იმაში, რომ თვისებრივად შეიცვალოს ქუთაისის დატვირთვა,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები