27 აპრილი 2024,   02:36
ვრცლად
85 არასამთავრობო ორგანიზაცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს საგანგებო განცხადებით მიმართავს

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს საგანგებო განცხადებით სამოქალაქო სექტორი მიმართავს.

არასამთავრობოები საკანონმდებლო ორგანოს ახალი კონსტიტუციის საბოლოო დოკუმენტში საკუთარი შენიშვნების გათვალისწინებას სთხოვენ.

განცხადებას ხელს ეროვნული პლატფორმის ფარგლებში გაერთიანებული 85 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. მათი აზრით, ცვლილებების წარმოდგენილი ვერსია არღვევს სამართლიანი არჩევნების და თანასწორობის პრინციპს.

ფონდ ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის ხელმძღვანელი,  ლაშა ტუღუში, დაკარგული მანდატების არაპროპორციული წესით განაწილებას აკრიტიკებს.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების პროექტის კოორდინატორი, ელენე ნიჟარაძე, აღნიშნავს, რომ განცხადებაში საარჩევნო სისტემის ცვლილებას აკრიტიკებენ, მათ შორის, ბლოკების გაუქმებას და 5-პროცენტიანი ბარიერის დატოვებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი, ირმა პავლიაშვილი, მმართველ გუნდს მოუწოდებს მესამე სექტორის შეხედულებების გაზიარებისკენ, რათა უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემა დამკვიდრდეს. 

დღის ამბები