16 სექტემბერი 2019,   19:19
ვრცლად
მასშტაბური აქცია მოსკოვში - ათასობით ადამიანი რეპრესიების საწინააღმდეგო ლოზუნგებით შეიკრიბა

მოსკოვის ცენტრში ოპოზიციის მასშტაბური აქცია გაიმართა. მიტინგი 2012 წლის 6 მაისის მოვლენების მეხუთე წლისთავს მიეძღვნა.

ათასობით ადამიანი სახაროვის გამზირზე რეპრესიების საწინააღმდეგო ლოზუნგებით შეიკრიბა. თუმცა, სცენაზე გამოსვლების დაწყებამდე სამართალდამცველებმა ორგანიზატორებს ბანერი ჩამოართვეს, რომელზეც ეწერა: "საკმარისია პუტინი და ომი".

2012 წლის მაისში საპროტესტო გამოსვლები მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციასთან დაკავშირებით დაიწყო, თუმცა ის მასობრივი არეულობითა და დაპატიმრებებით დასრულდა. 400-მდე დაკავებულიდან 15-ს რეალური სასჯელი შეუფარდეს.

დღის ამბები