27 აპრილი 2024,   01:06
ვრცლად
85 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა

85 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. არასამთავრობო სექტორი კონსტიტუციის ახალ პროექტს აპროტესტებს.

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ბარიერის დაწვა 5-დან 3 პროცენტამდე უნდა მოხდეს. არასამთავრობო სექტორი გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების წესის მომხრეა.

არასამთავრობო სექტორის მოთხოვნებს მხარს საპარლამენტო ოპოზიცია უჭერს. მმართველი გუნდი კი 5-პროცენტიანი ბარიერის დაწევას კატეგორიულად არ თანხმდება. საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის შენიშვნების მოლოდინშია. პირველი შეხვედრა ვენეციის კომისიის ექსპერტებთან უკვე ჩანიშნულია 22 მაისს ბერლინში.

ამ ეტაპზე უცნობია, რა ფორმატში მოხდება არასამთავრობო სექტორის წინადადების განხილვა. არ არის გამორიცხული, რომ ის, როგორც საკანონმდებლო ინიციატივა, ისე დარეგისტრირდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები