27 აპრილი 2024,   01:28
ვრცლად
პროკუარტურას უნდა, რომ საზოგადოებისთვის ინფორმაცია აღარ იყოს ხელმისაწვდომი - მიხეილ რამიშვილი სხდომის დახურვაზე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, ე.წ. ციანიდის საქმის დახურვას შაბათის კურიერის ეთერში ეხმაურება.

ადვოკატი საპატრიარქოს იურისტს, ედიშერ ქარჩავას, ეთანხმება, რადგან, მისი თქმითაც,  პროკურატურის მიერ სხდომის დახურვისთვის დასახელებული არგუმენტები სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

ადვოკატის თქმით, სხდომის დახურვით საზოგადოებისთვის სწორი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა სურთ.

„ერთი კითხვა მიჩნდება, ის ვერ დაუდგენიათ 3 თვის განმავლობაში, ვისგან, სად, როდის შეიძინა, ეს არ ჰქონდათ დადგენილი, მაგრამ დადგენილი ჰქონდათ, რომ მას ციანიდი შეძენილი ჰქონდა და 3 თვის განმავლობაში ვერანაირი ჯგუფი ვერ დაადგინეს. ჩემთვისაც გაუგებარია, რა ჯგუფზეა აქ საუბარი,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ პროკურატურის ერთ-ერთი განცხადება, სადაც ისინი ბრალდების მხარის მოწმეზე განხორციელებულ მუქარაზე საუბრობენ, ადვოკატმა განმარტა, რომ მისთვის ეს „რელიგიური მუქარა“ გაუგებარია.

"პროკურატურას აქვს ერთი მიზანი, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ის, რაც დიდი ხანია, ჩვენ უკვე სადაო გვაქვს, რის საფუძველზე ჩვენ საქმის შეწყვეტას ვითხოვთ, ეს აღარ იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი. არსებითი განხილვა მოვა და იქ უკვე დეტალურად იქნება ამ მტიკიცებულებების შესწავლა და შეფასება," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები