11 დეკემბერი 2018,   05:30
ვრცლად
პროექტ "მე და კონსტიტუციას" მონაწილეებს პრეზიდენტი შეხვდა

მე და კონსტიტუცია პროექტის მონაწილეებს პრეზიდენტი შეხვდა. კონკურსის საფინალო ეტაპზე 12 გუნდი გადავიდა. მონაწილეებთან გიორგი მარგველაშვილმა  კონსტიტუციის ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„კონსტიტუცია არ უნდა იყოს მარტო პოლიტიკური ელიტების, მარტო განსწავლული იურისტების, მარტო ძალიან ჭკვიანი კონსტიტუციონალისტების საქმე, არამედ კონსტიტუცია, როგორც მთავარი დოკუმენტი ქვეყნისა, რომელიც იწყება სიტყვებით, ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, უნდა იყოს ყოველი ჩვენგანის შემოქმედების და ცოდნის საგანი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მან ხალხის მიერ ხელისუფლების კონტროლის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

პროექტი დემოკრატიის ლაბორატორიისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ტარდება, მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოსწავლეები იღებენ. ისინი ერთმანეთს კონსტიტუციის ცოდნაში ეჯიბრებიან.

კონკურსი ამ დრომდე მიმდინარეობს, გამარჯვებული გუნდი კი 1 კვირით ბრიუსელში გაემგზავრება.

დღის ამბები