22 სექტემბერი 2018,   00:38
ვრცლად
"მუსოლინის სისტემა," - ოპოზიციის კრიტიკა კონსტიტუციის ახალი პროექტის მიმართ და უმრავლესობის არგუმენტები

ქვეყნის მთავარი კანონის საყოველთაო სახალხო განხილვას, რომელიც გურიაში მიმდინარეობს, ევროპული საქართველოს წევრებიც ესწრებიან. ოპოზიციის წევრებმა ყურადღება საარჩევნო სისტემის იმ ნაწილზე გაამახვილეს, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესს ეხება.

ოპოზიცია ახალ პროექტში არსებულ საარჩევნო სისტემის მოდელს, მუსოლინის სისტემა უწოდა.

„ჩვენ ვუწოდეთ საარჩევნო სისტემის ამ ნაწილს მუსოლინის ვარიანტი და ეს საწყენი არ უნდა იყოს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, როცა ვენეციის კომისიის დასკვნა ჩამოვა სტრასბურგიდან, რა თქმა უნდა შეიძლება თქვას რომ რაღაც ცვლილებებია კარგია, მაგრამ, ამ ნაწილში, მას ექნება კრიტიკული შენიშვნა,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

განცხადება გააკეთა  ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძე შემოთავაზებულ სისტემას უსამართლოს უწოდებს. 

„უბრალოდ გვაქვს სიტყვებით თამაში, რომელიც საზოგადოებას უფრო დემოკრატიულად მოეჩვენოს,“ - აცხადებს აბესაძე.

შეხვედრაზე განცხადება გააკეთა ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა თამარ ჩუგოშვილმაც.

„ჩვენ გვგონია, რომ ის ვერსია, რაც არის შემოთავაზებული, გარკვეულწილად აბალანსებს ამ ორ მნიშვნელოვან ინტერესს - სტაბილური განვითარების ინტერესს და იმას, რომ მეორეს მხრივ, პოლიტიკური კონკურენცია ქვეყანაში იყოს უფრო ჯანსაღი, პოლიტიკური პარტიები განვითარდნენ უფრო მეტად,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

 

 

დღის ამბები