27 აპრილი 2024,   03:50
ვრცლად
„ლევან მურუსიძე ნებისმიერი მთავრობის სამსახურს გააგრძელებს“ - იუსტიციის საბჭოსთან საპროტესტო აქცია იმართება

სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება, დაინიშნება თუ არა ლევან მურუსიძე გამოსაცდელი ვადის გარეშე უვადოდ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

ამ წუთებში იუსტიციის საბჭოს სხდომა უნდა დაიწყოს. ამ საკითხზე მსჯელობა საბჭოს წევრებს აქციის ფონზე მოუწევთ. აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები მართავენ. აქციის მონაწილეები ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ შესაძლო გამწესებას აპროტესტებენ.

„ვინაიდან, ლევან მურუსიძე არის ამ ხელისუფლების დასაყრდენი, ხელისუფლება ცდილობს სასამართლო კორპუსის ხელში დაჭერას, ლევან მურუსიძის გამოყენებით. ამ შემთხვეაში, მათი სავარაუდო გარიგება არის სახეზე. ლევან მურუსიძე ნებისმიერი მთავრობის სამსახურს გააგრძელებს, რომელი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს საქართველოში. ლევან მურუსიძის აქტიურობა მაშინ დამთვრდება, როცა საქართველოს ხელისუფლებაში წესიერი ადამიანი მოვა და იტყვის, რომ მე არ მინდა სასამართლო სისტემა და მინდა სამართლიანი სასამართლო,“- განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა.

პოლიტიკური პარტიები სასამართლო სისტემაში განვითარებულ პროცესებს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ.

„ქართველ ხალხს მინდა ვთხოვო, არავის გვეხალისება რუსთაველის გამზირზე დგომა, მაგრამ დილემა არის ძალიან მარტივი - ან იქნება ივანიშვილის რეჟიმი, ან იქნება ქართული სახელმწიფო. დაავადება სახელწოდებით ბიძინა ივანიშვილი ქართული სახელმწიფოს ცხოვრებასთან და სიცოცხლესთან არის შეუთავსებელი,“- განაცხადა პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარემ, კახა კუკავამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები