02 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ზუგდიდში - ოპოზიცია დარბაზში მოხვედრის ხელოვნურად შერჩევითობაზე საუბრობს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე დასწრების ხელოვნურად შერჩევითობაზე საუბრობენ. მოქალაქეების ნაწილი ამ დრომდე ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის შენობის გარეთ რჩება.

ევროპული საქართველოს წევრებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით აუცილებელია პლებისციტის ჩატარება.

„არავის ეჭვი რომ არ დარჩეს, რომ რომელიმე მოქალაქემ ამაში მონაწილეობა არ მიიღო, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩავატაროთ პლებისციტი, საარჩევნო ყუთებთან ყველა მოქალაქემ თავისი აზრი დააფიქსიროს. ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიან საქართველოში აცხადებენ, რომ მოსახლეობამ საკონსტიტუციო ცვლილებები კრიტიკულად შეაფასა.

„მოსახლეობამ ძალიან კრიტიკულად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებები. დღეს უკანა კარებიდან შეიყვანეს თავიანთი აქტივი დარბაზში, მთელ ოპოზიციურ სპექტრს, ადამიანებს, რომლებსაც განსხვევბული აზრის გამოთქმის სურვილი აქვთ შეხვედრასა და შეკრებაზე, არ აძლევენ საშუალებას, დარბაზში შევიდნენ,“- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

მმართველი გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ დღევანდელი განხილვა საინტერესო იქნება.

„ვფიქრობ, რომ ყველა შენიშვნა, რომელიც იქნება დაფიქსირებული, როგორც ამ შეხვედრაზე, სხვა შეხვედრებზე, სადაც ყველა შენიშვნა იქნა გამოთქმული, იქნება ასახული შესაბამის ოქმში და შემდეგ პარლამენტი იმსჯელებს,“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები