05 მაისი 2024,   14:04
ვრცლად
მმართველი გუნდი კვირიკაშვილისა და ტრამპის შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს

ვაშინგტონში საქართველოს პრემიერისა და შეერთებული შტატების შეხვედრის მნიშვნელობაზე თბილისში საუბრობენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამ შეხვედრას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს უწოდებენ არაღიარების და მხარდაჭერის პოლიტიკის ფორმატში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-დან ჩვენ მუდმივად ვიღებთ გზავნილებს იმასთან დაკავშირები, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია აშშ-სთვის,“ - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები დიპლომატიის დამსახურებაზეც ამახვილებენ ყურადღებას.

„პრემიერისა და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრა, მართლაც ძალიან მკაფიო გზავნილები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის. ეს არის ჩვენი დიპლომატიის დიდი დამსახურება,“ - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ.

 

დღის ამბები