27 აპრილი 2024,   01:37
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი ჩვენთვის მტერია - ზუგდიდში მმართველ გუნდს და ივანიშვილს ხალხის ინტერესების დავიწყებაში ადანაშაულებენ

„ბიძინა ივანიშვილი ჩვენთვის მტერია,“ - ასე აფასებენ ზუგდიდელები ბიძინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის დაპირებებს. სამეგრელოში მცხოვრები დევნილები მთავრობას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ მათთვის აშენებული სახლების დარიგება არასამართლიანად ხდება.

ზუგდიდის მოსახლეობა ეკონომიკურ პრობლემებს უპირველეს პრობლემად ასახელებს. მათი თქმით, პროდუქტები და მედიკამენტები გაძვირებულია. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მათი პრობლემებით არ ინტერესდებიან.

ზოგიერთი მათგანი პარტიული ნიშნით დევნაზეც საუბრობს და აღნიშნავენ, რომ სოციალური დახმარება სწორედ ნაციონალურ მოძრაობასთან სავარაუდო კავშირის გამო მოუხსნეს.

ზუგდიდში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გატაცება - ხეების დენდროლოგიურ პარკში გადატანა, ცუდად დასრულდება. 

 

 

ავტორი: ნოდარ მელაძე 

დღის ამბები