03 მაისი 2024,   11:25
ვრცლად
მინდელის სახელობის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ

12-საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტიდან მაშველებმა 4-ვე დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს. უბედური შემთხვევის მიზეზებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ.

მინდელის შახტში მეშახტეები სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, როდესაც მოულოდნელად მოწყობილობა მოწყდა და ჩავარდა. მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მათ ამოსაყვანად, თუმცა, რთული რელიეფის გამო, მათი ამოყვანა გართულდა.

რა გახდა 4 მეშახტის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. იყო თუ არა დაცული უასფრთხოების ნორმები, ამაზე პასუხი საგამოძიებო უწყებამ უნდა დადოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები