06 მაისი 2024,   05:29
ვრცლად
კანონპროექტი ჯანმრთელობისა და შრომითი უსაფრთხოების შესახებ მზადაა

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კანონპროექტი ჯანმრთელობისა და შრომითი უსაფრთხოების შესახებ მომზადებულია, რომელიც მთავრობის ეკონომიკურ გუნდში განხილვის შემდეგ პარლამენტს გადაეგზავნება.

„მომზადებულია სამინისტროში შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კანონპროექტი, რომელზეც მიღებულია შენიშვნები და მიმდინარეობს ეს განხილვა,“ - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გუშინ ტყიბულში, მინდელის შახტში, მომხდარ უბედურ შემთხვევას იკვლევს.

დღის ამბები