26 აპრილი 2024,   23:28
ვრცლად
​მიხეილ ჩინჩალაძე და ოთარ სიჭინავა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ

​მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ უვადოდ გამწესდა. გადაწყევტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ჩინჩალაძის უვადოდ გამწესებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი. 

მიხეილ ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მოადგილე იყო. მას კანონის მიხედვით, სამწლიანი გამოსაცდელი ვადა აღარ ეკუთვნის. ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში მოსამართლედ უვადოდ გამწესდა.

 გარდა ამისა, იუსტიციის საბჭომ მიიღო კიდევ ერთ გადაწყვეტილება, 11 ხმით ასევე სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე,  ოთარ სიჭინავა.

ოთარ სიჭინავას უფლებამოსილების ვადა გასულ წელს ამოეწურა. დღეიდან ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში უვადო მოსამართლე იქნება.

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე კენჭისყრები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კენჭისყრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ ერთ წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი არ ესწრება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე ოთარ სიჭინავას, მიხეილ ჩინჩალაძეს, შორენა ყაველაშვილსა და გიორგი ჩემიას ხელახლა მოსამართლეებად გამწესებაზე მსჯელობს. 39 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი სულ 108 მოსამართლეს აქვს შეტანილი.

 

დღის ამბები