26 აპრილი 2024,   12:25
ვრცლად
„ეს არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო" - კობახიძე მოსამართლეების დანიშვნაზე

„ეს არის დამოუკიდებელი შტო ხელისუფლების და მათ მიერ არის მისაღები გადაწყვეტილებები მოსამართლეთა გამწესებასთან დაკავშირებით,“ - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირველ საკადრო გადაწყვეტილებებს და სკანდალური საქმეების მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას.

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა გაჯანსაღებულია.

„ეს არის დამოუკიდებელი შტო ხელისუფლების და მათ მიერ არის მისაღები გადაწყვეტილებები მოსამართლეთა გამწესებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ზოგადად, სასამართლო კორპუსში არსებულ მდგომარეობას, არის ძალიან ბევრი ძველი მოსამართლე. აქ ორი ალტერნატიული გზა არსებობდა, ერთი გზა არის ის, რომ განახორციელონ ტოტალური წმენდა, რაც 2004 წლიდან ძალიან ცუდად გვახსოვს, მეორე ვარიანტი არის ის, რომ სისტემა გააჯანსაღო შინაარსობრივად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს პერსონალური შემადგენლობა, სისტემა არის გაჯანსაღებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხმაურიან საქმეებთან დაკავშირებული მიხეილ ჩინჩალაძე, ოთარ სიჭინავა და შორენა ყაველაშვილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლეებად განამწესა.

 

დღის ამბები