14 ნოემბერი 2018,   01:22
ვრცლად
მერაბ ფერაძე მოწმეებს ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებს

საფინანსო კომპანია საქართველოს საქმის არსებით განხილვაზე, საფინანსო კომპანიის ხელმძღვანელმა მერაბ ფერაძემ მოწმეებს დაკითხვის დროს მიმართა. მისი თქმით, ისინი მომზადებული არიან ბიძინა ივანიშვილის მიერ, რათა მოხდეს ბრალდებულების, მერაბ ფერაძის და თამაზ ლობჟანიძის დაკავება.

პროცესის დროს ფერაძემ ასევე განმარტა, რომ ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო საფინანსო კომპანიასა და ეროვნულ ბანკს შორის არსებული პრობლემები.  

მისივე თქმით, ლობჟანიძის დაკავებამდე, ის გარიგებული იყო პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და დარწმუნებული იყო იმაში, რომ მას ასესხებდნენ თავდაპირველად ერთს, შემდეგ კი 5 მილიონს, რითაც შეძლებოდა სამი წლის ვადაში კრედიტორების ვალის გასტუმრებას.

საფინანსო კომპანია საქართველოს საქმის არსებითი განხილვა დღეს დასრულებულია. პროცესი 15 მაისამდე გადაიდო.

დღის ამბები