26 აპრილი 2024,   22:43
ვრცლად
კორუფცია ავიაციაში - უსაფრთხოების ხარჯზე გამოცხადებული ფორმალური ტენდერები

უკვე მეორე წელია აეროპორტების გაერთიანება თბილისი-ბათუმის რეისზე ტენდერს ფრენების დაწყებამდე მხოლოდ ორი თვით ადრე აცხადებს. აღსანიშნავია, რომ მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახალ რეისზე დასანიშნი თვითმფრინავების შემოწმებას, მინიმუმ, ექვსი თვე სჭირდება, უკეთეს შემთხვევაში კი ერთი წელი მაინც. ეს აუცილებელია.

შარშან ასე დაგვიანებით გამოცხადებული ტენდერი საერთოდ ჩაიშალა, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამიტომ ხელისუფლებამ რეისები სასწრაფო წესით, პირდაპირ გადასცა ერთ-ერთ ყაზახურ კომპანიას. თუმცა, ეს კომპანია საერთაშორისო შავ სიაში აღმოჩნდა შეყვანილი და აეროპორტების გაერთიანება თვითონვე გახდა იძულებული, კომპანიისთვის ფრენების განხორციელება აეკრძალა.

მიუხედავად ამ ინციდენტისა, წელსაც იგივე განმეორდა, ტენდერი რეისებზე ისევ ორი თვით ადრე გამოცხადდა. ამ ტენდერში ქართულმა ავიაკომპანიამ, სერვისეარმა, გაიმარჯვა. ფრენები უკვე პირველი ივლისიდან უნდა დაიწყოს, მაგრამ ხელისუფლებამ ტენდერის პირობები ისე შეადგინა, რომ გამარჯვებული ავიაკომპანია გაკოტრების რეალური საფრთხის წინაშე დგას.

ჰაბ ჯორჯიაში მიიჩნევენ, რომ ტენდერი ფორმალობისთვის იყო გამოცხადებული  და პარალელს შარშანდელ ტენდერთან ავლებენ, რომელიც ასევე ბათუმში საკურორტო სეზონის წინ ორიოდე თვით ადრე გამოცხადდა. ტრანსპორტის პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციაში ფარულ გარიგებაზე აქვთ ეჭვი.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

დღის ამბები