02 მაისი 2024,   14:38
ვრცლად
ყიფშიძის ქუჩაზე პროფილაქტიკის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებულ კონსტანტინე ლაშქარაშვილს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ყიფშიძის ქუჩაზე პროფილაქტიკის თანამშრომლის, რამაზ მჭედლიშვილის, მკვლელობაში ბრალდებულ კონსტანტინე ლაშქარაშვილს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირს, პაატა ხოფერიას, კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

„კონსტანტინე ლაშქარაშვილი ცნობილი იქნა რამაზ მჭედლიშვილის განზრახ მკვლელობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებაში, ასევე ცივი იარაღს, დანის ტარებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით მას მიესაჯა თავისუფლების სახით აღკვეთა 18 წლის ვადით,“ - განაცხადა პროკურორმა გოჩა ქორიამ.  

შეგახსენებთ, რომ რამაზ მჭედლიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე 2016 წლის 5 სექტემბერს მოკლეს. მას ავტოსახელოსნოსთან ცეცხლსასროლი იარაღით რაიმდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მჭედლიშვილის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

დღის ამბები