07 მაისი 2024,   01:01
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ომბუდსმენი საკუთარ შენიშვნებს ვენეციის კომისიას დღეს გაუგზავნის

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს ვენეციის კომისიას დღეს სახალხო დამცველი გაუგზავნის. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, პრობლემებია ომბუდსმენის, სოციალურ და შრომის უფლებებთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოს სისტემასთან მიმართებით.

მისი აზრით, სასამართლო უფრო მეტად უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო გავლენისგან. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ვენეციის კომისია გაითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს, როემლიც არ გაიზიარა საკონსტიტუციო კომისიამ.

„ასევე რეკომენდაციები, რომელიც ეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რეფორმების გაგრძელებას სასამართლო სისტემაში, თუნდაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინაციასთან დაკავშირებით, ის ჩანაწერი, რომელიც დღეს არსებობს, რომ პრეზიდენტის ნაცვლად უკვე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს კანდიდატები, ვფიქრობ, ეს პრობლემურია,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი  

დღის ამბები