20 ოქტომბერი 2017,   21:41
ვრცლად
გიორგი ფეიქრიშვილს სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის სასამართლო პროცესი დასრულებულია. სასამართლომ ფეიქრიშვილი დამნაშავედ მხოლოდ ნარკოტიკის შენახვის ეპიზოდში სცნო, და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თუმცა, გამოძიება მას იარაღი მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასაც ედავებოდა. საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იყო შესაბამისი ნივთმტკიცებულებაც, რომლის გაყალბებაზე დაცვის მხარე თავიდანვე საუბრობდა.

დღის ამბები