06 დეკემბერი 2019,   02:35
ვრცლად
ქეით მიდლტონის დის საქორწინო ცერემონია წმინდა მარკის ეკლესიაში გაიმართა

პიპა მიდლტონის საქორწინო ცერემონია ინგლისის ბარკშირის საგრაფოში მიმდინარეობს. ქეით მიდლტონის და ცოლად 41 წლის მილიონერ ფინანსისტს, ჯეიმს მეთიუზს, გაჰყვა.

ჟურნალისტებმა ამ ქორწილს "წლის მოვლენა" უწოდეს და დიდი ყურადღება პიპა მიდლტონის ჩაცმულობას დაუთმეს.

პატარძალს ჯაილზ დიკონის მიერ შექმნილი კაბა და მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელები მოირგო. ჯვრისწერის ცერემონია ენგფილდსში, წმინდა მარკის ეკლესიაში გაიმართა და მას სამეფო ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.

ქეით მიდლტონი და პრინცი უიალიამი შვილებთან ერთად მივიდნენ, მოსალოდნელი იყო რომ ქორწილში პრინცი ჰარის შეყვარებული, მსახიობი მეგან მარკლიც იქნებოდა, თუმცა პრინცი ცერემონიაზე ძმასთან ერთად მივიდა.  

დღის ამბები