26 აპრილი 2024,   21:55
ვრცლად
სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა - მოწინააღმდეგეები ეკონომიკურ პრობლემებს პროგნოზირებენ

გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ მმართველ გუნდში მიღებულია. თუმცა, რა ფორმით აისახება ეს ინიციატივა ქვეყნის მთავარ კანონში, ამ საკითზე ქართული ოცნება ჯერ კიდევ კონსულტაციებს მართავს.

უმრავლესობაში განმარტებით, კონსტიტუციასთან ერთად, იგივე თემა ორგანული კანონითაც დარეგულირდება.

კონსტიტუციური კანონის პროექტში, რომელზეც, ამ დროისთვის საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს, მიწის შესახებ ჩანაწერი უკვე არსებობს. მიწა საკუთრების უფლების მუხლშია ნახსენები და მითითებულია, რომ მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსზე, საკუთრების უფლება ორგანული კანონით უნდა დარეგულირდეს.

პროექტში დამატებითი ჩანაწერის გაჩენას, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის თაობაზე, ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და სამოქალაქო სექტორი ეწინააღმდეგება.

საპარლამენტო ოპოზიციიდან პატრიოტთა ალიანსი ერთადერთია, რომელიც უმრავლესობის გადაწყვეტილებას ეთანხმება. ფრაქციაში მიწის მიყიდვის აკრძალვასთან ერთად, კანონით საქართველოს მოქალაქეობის საკითხის მინიჭების გამკაცრებასაც ითხოვენ.

მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ მსგავსი ჩანაწერის კონსტიტუციაში გაჩენა ქვეყანას მნიშნელოვან ეკონომიკურ პრობლემებს მოუტანს.

ამავე თემაზე
დღის ამბები