27 აპრილი 2024,   03:50
ვრცლად
ბრიტანეთში გლოვა გრძელდება - ქვეყანაში უსაფრთხოებამ კრიტიკულ დონემდე აიწია

მანჩესტერ არენაზე განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა ცნობილია. პოლიციის თქმით, ის წარმოშობით ლიბიელი, 22 წლის სალმან აბედია.

სამართალდამცველებს მასზე ჰქონდათ ინფორმაცია, თუმცა დამნაშავე ძიების ობიექტი ან დაკავებული არასდროს ყოფილა.

ქვეყანაში უსაფრთხოებამ კრიტიკულ დონემდე აწია, რაც შემდგომი თავდასხმების დიდ ალბათობას გულისხმობს.

გაძლიერებულია უსაფრთხოება ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდი ქალაქში. ამის შესახებ საზოგადოებას პრემიერმა ტერეზა მეიმ აცნობა.

ბრიტანეთში გლოვა გრძელდება. მანჩესტერის ცენტრალურ მოედანზე 6 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა მწუხარების გამოსახატავად.

ბოლო მონაცემებით ტერაქტს 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები, 60-მდე ადამიანი კი დაშავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები