03 მაისი 2024,   11:36
ვრცლად
თბილისი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს

ხვალიდან თბილისი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს.
ასამბლეის წევრების უმეტესობა საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა. სესიის ფარგლებში, ოთხი დღის განმავლობაში, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პრესკონფერენციებია დაგეგმილი.

პლენარული სხდომის დასასრულს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრს ქვეყნებში დღემდე მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა და დღეს ოთხივე ქვეყანა ნატოს წევრია.

დღის ამბები