22 ივნისი 2018,   01:51
ვრცლად
"ბრიტანულმა ავიახაზებმა" რეისები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეაჩერა

ავიაკომპანია ბრიტანულმა ავიახაზებმა რეისები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეაჩერა. მიზეზი კომპიუტერულ სისტემაში არსებული ხარვეზი გახდა. კომპანიამ დღეს ყველა რეისი ლონდონის უმსხვილესი აეროპორტებიდან ჰითროუდან და გეტვიკიდან გააუქმა.

ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სპეციალისტები პრობლემის უმოკლეს ვადაში აღმოფხვრაზე მუშაობენ, თუმცა კონკრეტულად რამ გამოიწვია კომპიუტერული სისტემის მწყობრიდან გამოსვლა, უცნობია.

დაყოვნების გამო ბრიტანულმა ავიახაზებმა მგზავრებს ბოდიშიც მოუხადა. 

დღის ამბები