27 აპრილი 2024,   02:01
ვრცლად
ნატო-ს საპარლამანტო ასამბლეის დელეგატებს მხარდაჭერა საქართველოს და კრიტიკა რუსეთის მიმართ

რუსეთის საფრთხესა და ოკუპაციაზე მსჯელობის პარალელურად, ორი დღის განმავლობაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას პირადად ეცნობოდნენ. სოფელ ოძისში დღეს ასამბლეის პრეზიდენტი ჩავიდა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის განცხადებით, მათ საკუთარი თვალით კარგად დაინახეს, თუ რა ნაბიჯებს დგამს რუსეთის ფედერაცია.

რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე დღეს თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზეც ისაუბრეს. ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მთავარი ამოცანა სტრატეგიის შემუშავებაა, რომელიც პუტინს მიზნების განხორციელებაში ხელს შეუშლის.

რუსული ოკუპაცია და რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხეები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. საქართველო მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიჩნევენ, რომ ნატო-ს დელეგაციის წევრების მხარდაჭერა ალიანსში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის პროექტის მიხედვით, რომელიც დღეს შეიმუშავეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების როგორც დამოუკიდებლად აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები, ამ დოკუმენტს ასამბლეა სავარაუდოდ ხვალ მიიღებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები