27 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
მოძალადე ქმრის მსხვერპლი კიდევ ერთი ქალი - ბაბუის პენსიის ამარა დარჩენილი 4 ობოლი ბავშვი

ობლად დარჩენილი 4 ბავშვის ამბავი, რომლებსაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრება უწევთ. მათი ერთადერთი შემოსავალი კი 86 წლის ბაბუის პენსიაა. ბავშვებს ბერად აღკვეცილი მამა გარდაეცვალათ, შემდეგ კი დედა მოძალადე მამინაცვალმა მოუკლათ. 39 წლის მირანდა ვაჩეიშვილს მეუღლე დიდი ხნის განმავლობაში ემუქრებოდა, სცემდა და სახლში ხანძრის გაჩენას და ქალისა და მისი შვილის დაწვასაც კი შეეცადა. თუმცა მაშინ, სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი ზომები არ აღმოჩენილა. სახლში ბენზინის შესხმასა და ცეცხლის წაკიდებას, გამოძიებამ ქონების არაგანზრახ დაზიანების კვალიფიკაცია მიანიჭა.

23 აპრილს სახლიდან გასული ქალი შინ აღარ დაბრუნებულა.

დედის სიკვდილის შემდეგ ოჯახს უმწეობის დახმარებაც შეუჩერდა და ხუთსულიანი ოჯახი მთლიანად მოხუცი ბაბუის პენსიაზე აღმოჩნდა დამოკიდებული. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ოჯახს დახმარება იმაზე ადრე აღუდგება, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს.

ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 18 წლის გოგონას სოციალურად დაუცველი ოჯახის დაცვისა და მოვლა-პატრონობის მძიმე ტვირთი უკვე მხრებზე დააწვა. 86 წლის ბაბუა, 16 წლის და, 11 წლის ძმა და წლინახევრის თამარი მის მზრუნველობას საჭიროებენ.

ავტორი: გიორგი გვიშიანი.

დღის ამბები