27 აპრილი 2024,   00:15
ვრცლად
საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის სტაბილურ, საპარლამენტო დემოკრატიად - ირაკლი კობახიძე

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რომელიც უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს, საქართველოს მხარდამჭერ დეკლარაციას დაამტკიცებენ. მანამდე კი, სესიის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს. 

ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სურვილსა და მისწრაფებებზე გაამახვილა. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, ნატოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. 

ირაკლი კობახიძემ საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის უმთავრესი მიზანი, ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებული, დემოკრატიული მმართველობის სისტემის განმტკიცებაა.

"კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატოს სურვილი, თავის რიგებში იხილოს საქართველო. ჩვენ ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ ღიად გამოვხატეთ სურვილი ვიყოთ არა მხოლოდ ალიანსის წევრი, არამედ ევროატლანტიკური თანამშრომლობის ღირსეული და აქტიური მონაწილე. საქართველოს პარლამენტში დაწყებული საკონსტიტუციო რეფორმის უმთავრესი მიზანი, სწორედ ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებული, დემოკრატიული მმართველობის სისტემის განმტკიცებაა. საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის სტაბილურ, საპარლამენტო დემოკრატიად, ამგვარი საქართველო იქნება სასურველი და მტკიცე პარტნიორი ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები